საქალაქო სასამართლოში ზაზა სარალიძე და მიხეილ კალანდიას მამა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას საქმის განხილვაზე ხმაური იყო.

დაპირისპირება მიხეილ კალანდიას მამას, თენგიზ კალანდიასა და ზაზა სარალიძეს შორის მოხდა. საქმეზე ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით მირზა სუბელიანის შვილი იკითხებოდა. მოწმის დაკითხვის დროს ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას ადვოკატს, ზურაბ თოდუას მიმართა: “მოწმის ჩვენება საკმარისია მისთვის“ და დარბაზი დატოვა.

ზაზა სარალიძის ქმედებას დარბაზში მყოფი თენგიზ კალანდიასა და ლუკა კალანდიას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი ზაზა სარალიძეს გაეკიდნენ, რომელიც დარბაზს ტოვებდა.

“მკვდარ შვილს ყიდის და მე რას მიზამს? თავისი შვილის სულს ყიდის ყოველდღე, ქორ-ვაჭარი“, – განაცხადა მიხეილ კალანდიას მამამ, თენგიზ კალანდიამ.

ინციდენტში სასამართლოს მანდატურის სამსახური ჩაერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები