საკურსო სპექტაკლი – „სიზმარი“ დაიდგმება

23 იანვარს, 19:00 საათზე, დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრში (აუდიტორია №1) წარმოდგენილი იქნება დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობის III კურსის საკურსო სპექტაკლი „სიზმარი“ (სცენები უილიამ შექსპირის პიესიდან „ზაფხულის ღამის სიზმარი“).
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, დამდგმელი რეჟისორია გოგი მარგველაშვილი;
მონაწილეობენ: გივი ბალანჩივაძე, ანა გვანცელაძე, ნესტან ბარათაშვილი, ნინო ლორთქიფანიძე, ნინო ჩარგეიშვილი, ანი ზენაიშვილი, ნიკა გოგიჩაიშვილი, ირაკლი კერესელიძე, ნიკა ძნელაძე, ოთარ ლასხიშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე, გიორგი დვალიშვილი-პარკაძე.
მხატვარი – ნინო კიტია;
მეტყველების პედაგოგები: მანანა ბერიკაშვილი, არჩილ სოლოღაშვილი, ეკა ბაკურაძე.
ცეკვის პედაგოგი – კოტე ფურცელაძე;
სასცენო მოძრაობა – მარიამ თავდიშვილი.
ჯგუფის ხელმძღვანელი: გოგი მარგველაშვილი; პედაგოგი: მანანა კვირკველია (ასისტენტ-პროფესორი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები