ჰილარი კლინტონი – “ბერნი სანდერსი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი არავის უყვარს”
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონმა, დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატი, ბერნი სანდერსი გააკრიტიკა.
მისი თქმით, სანდერსი „არავის უყვარს“.
ამასთან, კლინტონს არ უთქვამს, დაუჭირეს თუ არა ის პოლიტიკოსს მხარს, თუ სანდერსი დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდება.
„მრავალი წლის განმავლობაში კონგრესში მუშაობდა. და მას მხარი მხოლოდ ერთმა სენატორმა დაუჭირა. ის არავის მოსწონს, არავის უნდა მასთან მუშაობა, მას არაფერი გაუკეთებია. ის კარიერული პოლიტიკოსი იყო. ვწუხვარ, რომ ამაში ხალხს ითრევენ“, – აღნიშნა კლინტონმა.
ეროვნული გამოკითხვების მიხედვით, ბერნი სანდერსი, როგროც დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის, სავარაუდო, კანდიდატი, მეორე ადგილს ჯო ბაიდენის შემდეგ იკავებს.
კლინტონის კრიტიკას სანდერსმა ყურადღება არ მიაქცია და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტრამპის იმპიჩმენტზე არის კონცენტრირებული.
„მოდით ამაში სიცხადე შევიტანოთ – ზოგჯერ ჩემს ცოლს მოვწონვარ“, – აღნიშნა ბერნი სანდერსმა.
2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატობაზე ბრძოლის დროს, კლინტონის მეტოქე სწორედ ბერნი სანდერსი იყო. საბოლოოდ, პარტიამ არჩევანი კლინტონზე შეაჩერა.