გენერალური პროკურორობის კანდიდატი: თავიდან რომ მცოდნოდა, შოთაძე დააყენებდა კანდიდატურას, არ მივიღებდი კონკურსში მონაწილეობას

თავიდან რომ მცოდნოდა, გენერალური პროკურორის შესარჩევ კონკურსში ირაკლი შოთაძე დააყენებდა კანდიდატურას, მაშინ მე არ მივიღებდი მონაწილეობას, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გელა ჩივაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჩივაძის თქმით, ის უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, მოხსნას, თუ არა კანდიდატურა.

„მე არაერთი წელი ვიმუშავე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ვიცი ის პლუსები და მინუსები, რაც ამ უწყებაშია. დღეის მდგომარეობით, პროკურატურას და საზოგადოებას შორის ხიდი ჩატეხილია. სწორედ ეს ხიდია აღსადგენი. გენერალური პროკურორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პროკურორი, უნდა იყოს სახელმწიფო ბრალმდებელი და არ უნდა იყოს არანაირი შერჩევით სამართალი. ზუსტად ამისთვის მინდა, მოვიდე საქართველოს გენერალურ პროკურორად. ჩემი მიზანია, რომ ეს ჩატეხილი ხიდი აღდგეს საზოგადოებასთან. საზოგადოებას გაუჩნდეს განცდა, რომ პროკურორი არ უნდა იყოს არცერთი ხელისუფელბის ყურმოჭრილი მონა. უნდა იყოს დამოუკიდებელი და პირნციპული.
რაც შეეხება ირაკლი შოთაძეს-თავიდან რომ მცოდნოდა, ირაკლი შოთაზე დააყენებდა კანდიდატურას და მას წარადგენდა ტექნიკური უნივერსიტეტი, მაშინ არ მივიღებდი მონაწილეობას. უმოკლეს ვადაში მივიღებ გადაწყვეტილებას – მოვხსნა კანდიდატურა, თუ გავაგრძელო ამ ბრძოლაში მონაწილეობა“, – განაცხადა ჩივაძემ.

ჩივაძე მთავრი პროკურორობის კანდიდატად ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია “დამცველმა“ წარადგინა. ორგანიზაციის პრეზიდენტის, გიორგი ლაღიძის თქმით,

„მინდა, შევაფასო გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე პროცესები . ჩვენი ორგანიზაციის მიერ გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარდგენილი იქნა გელა ჩივაძე , რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა გენერალურ პროკურატურაში. ეს ადამიანი იყო არაერთი გენერალური პროკურორის თანაშემწე, ათეული წლებია მოღვაწეობს ადვოკატურაში. ეს ადამიანი უმწიკვლო რეპუტაციით სარგებლობს. რა ხდება მთავარ პროკურატურაში : როცა დავასახელეთ ბატონი გელას კანდიდატურა, მივიჩნევდით, რომ კონკურსი იქნებოდა სამართლიანი, შერჩევა მოხდებოდა სამართლიანობის და პროფესიონალიზმიდან გამომდიანრე. თუმცა, ბატონი ირაკლი შოთაძის კანდიდატურის დასახელებამ, ფაქტობრივად, მისი მეორედ მოსვლის მცდელობამ ვფიქრობ, გარკვეული კითხვის ნიშნები უკვე გააჩინა, თუ რამდენად ობიექტურად მოხდება კანდიდატების შერჩევა. ეს ადამინი უკვე იყო ამ თანამდებობაზე და ხელშესახები ვერაფერი გააკეთა.

ზოგადად, ჩვენ უკვე ვსვამთ ამ კითხვას, აქვს კი ამ არჩევნებში კანდიდატის მონაწილეობას აზრი?„- განაცადა ლაღიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ 2019 წლის 17 დეკემბერს გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დასრულდა.

აკადემიურმა წრეებმა, სამართლის დარგის სპეციალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს 17 კანდიდატი წარუდგინეს. ერთერთ კანდიატად ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეა დასახელებული.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები