სალომე სამადაშვილი: კონგრესმენების გზავნილი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პარტნიორები ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს ელოდებიან

ამერიკელი კონგრესმენების მიერ, ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა.

მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს ელოდებიან.

“როდესაც კონგრესმენები გვეუბნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება არის მთავარი დაბრკოლება ამ გზაზე, დიპლომატიურ ენაზე ეს გზავნილი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პარტნიორები ელოდებიან ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს. შესაბამისად დღეს, ჩვენი ამოცანა არის, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ჩამოვიცილოთ ეს დაბრკოლება, რომელიც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის წარმატების გზაზე”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის ოთხმა წევრმა ადამ კინზინგერმა, გერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკაულიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას წერილი გამოუგზავნეს. წერილში კონგრესმენები დაღმავალი ეკონომიკური ტენდენციების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები