მირზაანში „ფიროსმანის ფუნჯის“ კონკურსანტები დაჯილდოვდნენ

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანში, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში,  გაიხსნა საშობაო კონკურსის – „ფიროსმანის ფუნჯის“ მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა და გამორჩეული კონკურსანტები დაჯილდოვდნენ.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციისგან, კონკურსანტებს გადაეცათ სხვადასხვა საჩუქარი.
კონკურსში „ფიროსმანის ფუნჯი“ მონაწილეობა მიიღო 155 კონკურსანტმა, მათი ნამუშევრები ერთი თვის განმავლობაში გამოფენილი იქნება ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში სოფელ მირზაანში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები