იტალიის ქალაქ ბარიში ეკა ოთარაშვილის საქველმოქმედო საღამო გაიმართება

23 იანვარს, 14:00 საათზე, ქალაქ ბარიში, ალდო მოროს უნივერსიტეტში, იტალიურ-ქართული ასოციაციასთან თანამშროლობით, გაიმართება ბარიში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, ეკა ოთარაშვილის შემოქმედებითი საღამო.
ავტორი საკუთარ ლექსებსა და მოთხრობებს გააცნობს დამსწრე საზოგადოებას.
საღამო საქველმოქმედოა. თანხა გადაერიცხება რეაბილიტაციის ცენტრს –  „სმენისა და მეტყველების ცენტრი თელავში“. 

მისამართი: Piazza Cesare Batisti N1.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები