დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის 172 წლის აღსანიშნავი საიუბილეო საღამო გაიმართა

დაბა სტეფანწმინდის კულტურის სახლში ალექსანდრე ყაზბეგის 172 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
საღამოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი, მერის მოადგილე დავით ქირიკაშვილი და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიების მონაწილეები იყვნენ:  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „ერობა“, ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „დიდებაი“, ლიტერატურული ფოლკლორის წრის პედაგოგები: გოდერძი (ხვიჩა) არაბული და თენგო ავსაჯანიშვილი, სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის ადმინისტრაციის თანამშრომლები; ასევე მუნიციპალიტეტის სკოლების მოაწავლეები.
ღონისძიებასთან ერთად გაიმართა სტეფანწმინდის ისტორიულ მუზეუმში დაცული საარქივო ფოტოების გამოფენა და ალექსანდრე ყაზბეგის საფლავთან პანაშვიდი აღევლინა.
საიუბილეო საღამო დაბა სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის ადმინისტრაციისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრის თანამშრომლობითა და ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები