მოძრაობა “სირცხვილიასა“ და “შეცვალეს“ წევრები პარლამენტის შენობაში შესვლას ითხოვენ
საქართველოს პარლამენტის შესასვლელთან მოძრაობა “სირცხვილიასა“ და “შეცვალეს“ წევრები არიან შეკრებილები და საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათზე საშვებია დაშვებული, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება არ ეძლევათ.
მათივე თქმით, მათ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან კითხვები აქვთ.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს დღეს მოუსმენენ.