Al-Masdar News: იდლიბში ოთხი რუსი ოფიცერი დაიღუპა
სირიაში, იდლიბის პროვინციაში, თავდასხმის შედეგად, ოთხი რუსი ოფიცერი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანური გამოცემა Al-Masdar News, ბრიტანეთში მდებარე „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
ორგანიზაციისთვის მომხდარის შესახებ ცნობილი ჰმეიმიში მდებარე რუსეთის ავიაბაზაზე მყოფი წყაროსგან გახდა ცნობილი.
ამავე ინფორმაციით თანახმად, რამდენიმე რუსი სამხედრო დაშავდა.
მომხდარის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.