კახა კალაძე: მწვანე სივრცეს, “ანას ბაღს” არანაირი საფრთხე არ ემუქრება

ვარკეთილში მდებარე “ანას ბაღს“ არანაირი პრობლემა არ შეექმნება, ეს თემა შესწავლილი მაქვს თავიდან ბოლომდე და აბსოლუტურად ყველა დეტალი ვიცი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქის მერია მზად არის, რომ “ანას ბაღის“ რეაბილიტაცია განახორციელოს.

“მე ეს თემა შესწავლილი მაქვს თავიდან ბოლომდე და აბსოლუტურად ვიცი ყველა დეტალი. არანაირი პრობლემა “ანას ბაღს” არ ექმნება და ჩემი მერობის პირობებში, არც ერთ სკვერს, არც ერთ პარკს არ შეექმნება არანაირი პრობლემა. ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა. კონკრეტულ ადამიანებს არ ვიცი რა სურვილი აქვთ. მწვანე სივრცეს, “ანას ბაღს” არანაირი საფრთხე და პრობლემა არ ემუქრება. პირიქით, დამატებითი მოცულობა გამოვართვით ჩვენ ინვესტორს მიწის ნაკვეთის, რომ მიემატოს “ანას ბაღს” და გარდა ამისა, დედაქალაქის მერია მზად არის, “ანას ბაღის” რეაბილიტაცია განახორციელოს და ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მწვანე სივრცე იმ კონკრეტულ არეალში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, ადგილობრივები “ანას ბაღთან“ 10 სართულიანი კორპუსის მშენებლობას უკვე რამდენიმე კვირაა სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები