გორში სამი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის ფლავის, ფლავისმანისა და ქვეშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება.
პროექტის სატენდერო ღირებულება, რომელიც 1,5 კილომეტრი გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, 665 080 ლარია. გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციასთან ერთად, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და გზის მიერთებები.
წინადადებების მიღების ვადა 26 – დან 31 იანვრამდე გრძელდება. ტენდერის პირობებიდან გამომდინარე, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს. გზის აღნიშნულ მონაკვეთს რამდენიმე წელია მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. დაზიანებული გზის საფარი გადაადგილებისას პრობლემებს უქმნის როგორც მძღოლებს, ასევე ფეხით მოსიარულეებს.