ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ცხედრები უკრაინაში გადაასვენეს
უკრაინაში, თეირანის აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდნილი თვითმფრინავის კატასტროფაში დაღუპული 11 ადამიანის ცხედრები გადაასვენეს.
ცხედრების გადასვენებას აეროპორტში ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პრემიერ-მინისტრი ალექსეი გონჩარუკი და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინული ავიახაზების “Boeing 737-800” თეირანის აეროპორტის მახლობლად 8 იანვარს, დილით ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი დაიღუპა.
11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო.