ბელიაშვილის ქუჩაზე ე.წ მიონის შენობაში ხანძრის გაჩენის გამო, მიმდებარე ყველა შენობას დენის მიწოდება შეუწყდა

ბელიაშვილის ქუჩაზე ე.წ მიონის შენობაში ხანძრის გაჩენის გამო, მიმდებარე ყველა შენობას დენის მიწოდება შეწყვეტილი აქვს. როგორც “კვირას” კომპანია “თელასში” განუცხადეს, დენის მიწოდება ე.წ. მიონის შენობის შიდა ელექტრიკოსის განკარგულებისთანავე აღდგება.

“ყოველთვის ასე ხდება, როცა ხანძარი ჩნდება სახანძრო ითხოვს დენის გამორთვას. ე.წ. მიონის შენობის შიდა ელექტრიკოსის განკარგულებას ველოდებით და ჩაირთვება”,- განაცხადეს კომპანია “თელასში”.

ცნობისთვის, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ე.წ მიონის შენობას ხანძარი გაუჩნდა. ღია ცეცხლის კერა შენობის მე-6 სართულზე იყო გავრცელებული. როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში” განუცხადეს, ადგილზე შესულ სახანძრო ჯგუფს ერთი, შუა ხნის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. ადგილზე 7 სახანძრო ჯგუფი მუშაობდა, ” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის” ინფორმაციით ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები