ხულოში, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის 124 536 ლარი დაიხარჯა
2019 წელს, ხულოში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის თვითმართველობის ბიუჯეტიდან 124 536 ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ფუშრუკაულის და კორტოხის მინი სპორტულ მოედნებს ჩაუტარდა, ხოლო, ახალის მშენებლობა შურმულსა და შუასოფელში განხორციელდა.
სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება.