თბილისის შემოსასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – არიან დაშავებულები

თბილისის შემოსასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
​არსებული ინფორმაციით, ჯიპის ტიპის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კლდეს შეეჯახა.
​შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინლისტები და საპატრულო პოლიციის ჯგუფები არიან მობილიზებულები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები