ანრი ოხანაშვილ​ზე თავდასხმისთვის დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალი დაუმძიმდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეზე, ანრი ოხანაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალი დაუმძიმდა. მას ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
დაკავებულს ბრალი სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით (ხულიგნობა) და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას და მუქარას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანების მიმართ გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
რობაქიძე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას სასამართლოს გადაწყვეტილებით 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.​
​შეგახსენებთ, პარტია “ლელოს” წევრმა ანრი ოხანაშვილსა და მის ოჯახს სიტყვიერი შეურაცხყოფა ბაკურიანის ერთ-ერთ კაფეში რამდენიმე დღის წინ მიაყენა. თავად დეპუტატის განცხადებით, რობაქიძე მას და მის ოჯახს ემუქრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები