ანაკლიასა და განმუხურში ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ანაკლიასა და განმუხურში, ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა- რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
სანაპირო ზოლზე მშენებლობის მიმდინარეობას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მერის მოადგილეები გიგა ფარულავა და კონსტანტინე კაკავა, ზედამხედველობის სამსახურისა და შპს ANAKLIA-GANMUXURI RESORTS-ის წარმომადგენლები გაეცნენ.
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის, მამუკა წოწერიას განცხადებით,განმუხურში სტიქიის შედეგად დაზიანებული ამფითეატრის რეაბილიტაციისთვის, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 1 203 900 ლარი გამოიყო.
წოწერიას ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ამფითეატრის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, უკვე დასრულებულია.
ზუგდიდის მერის მოადგილის, კონსტანტინე კაკავას განცხადებით, განმუხურში მდებარე კიდევ ერთი ობიექტის კაფე-რესტორნის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
მისივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება კი 2 130 000 ლარს შეადგენს.