რომან გოცირიძე “ენდიაის“ კვლევაზე”: სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობა უკიდურესად დაბალია

სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობა უკიდურესად დაბალია, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე “ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)” მიერ გამოქვეყნებულ კვლევას.

რომან გოცირიძის თქმით, ოპოზიციის ჯამური რეიტინგი “ქართული ოცნების” რეიტინგს მნიშვნელოვნად აღემატება.

“უკიდურესად დაბალი არის ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი. “ქართული ოცნების” რეიტინგი მიექანება ფსკერისკენ. ოპოზიციის ჯამური რეიტინგი მნიშვნელოვნად აღემატება “ქართული ოცნების” რეიტინგს. არავის სჯერა, რომ შეიძლება ქვეყანა, ეკონომიკა სწორი მიმართულებით განვითარდეს. კარგი არის ის, რომ ძლიერდება დამოკიდებულება ევროკავშირისა და ნატოსადმი”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა” (NDI) 2019 წლის ნოემბერში ჩატარებული კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მთავრობის საქმიანობა ცუდად გამოკითხულთა 64%-მა შეაფასა. ასევე, კვლევის თანახმად გამოკითხულთა 82% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, ხოლო ნატო-ში გაწევრიანებას – 74%.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები