ქვემო ქართლში წყალმომარაგების მასშტაბური პროექტის სამუშაოები მიმდინარეობს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი, 5 სოფლის წყალმომარაგების მასშტაბური პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ, სადაც სათავე ნაგებობიდან, ნორიოში აშენებულ რეზერვუარამდე ცენტრალური მილსადენის მონტაჟი მიმდინარეობს. შესაბამისი სამუშაოების განხორციელება უკვე დასრულდა ახალსოფელში, ახალსამგორსა და ვაზიანში.

მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება რამდენიმე დღეში დასრულდება სოფელ მარტყოფშიც.

პროექტი მესამე ეტაპის სამუშაოებით დასრულდება, რომელიც შიდა სასოფლო ქსელების მოწყობას ითვალისწინებს და შედეგად, მარტყოფის, ნორიოს, ახალსოფლის, ახალისამგორის და ვაზიანის, ასევე დამატებით, სოფელ მუღანლოს 35 000-მდე მოსახლე 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები