მამუკა მდინარაძე: ბევრი პრობლემაა ქუთაისში, პარლამენტის შენობაში, ამიტომ ახლა მიდის შენობის შემოწმება, აუდიტორული დასკვნაც დაიდება
ბევრი პრობლემაა ქუთაისში, პარლამენტის შენობაში, ამიტომ ახლა მიდის შენობის შემოწმება, აუდიტორული დასკვნაც დაიდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, დღეს “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან შენობასთან დაკავშირებით “უნამუსო განცხადებები” მოისმინეს .
„ჩვენ დღეს მოვისმინეთ მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების უნამუსო განცხადებები ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით. ბევრი პრობლემაა ამ შენობაში, ამიტომ ახლა მიდის შენობის შემოწმება, აუდიტორული დასკვნაც დაიდება, ექსპერტებისაც, ჰაერზეც კი პრობლემა იყო, სუნთქვა ჭირდა, ამიტომ გასარკვევია, იქ რა შეიძლება გაუმჯობესდეს. დასკვნების შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრო, რომლის ბალანსზეც გადავიდა შენობა, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით ამაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.