საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობისთვის ტენდერში გამარჯვებულ საწარმოსთან ხელშეკრულებას გააფორმებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, 16 იანვარს, 12:00 საათზე რიკოთის საუღელტეხილო გზის, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის (F4) მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ ერთობლივ საწარმოსთან “Guizhou Highway Engineering Group” და China National Technical Import and Export Corporation“- სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდება.
ღონისძიებაში მონაწილეობენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, თავმჯდომარის მოადგილეები, კომპანია “Guizhou Highway Engineering Group”-ის გენერალური მენეჯერის მოადგილე მუ ჟინვეი და hina National Technical Import and Export Corporation“-ის მარკეტინგის დეპარტამენტის გენერალური მენეჯერის მოადგილე იანგ ბინგი.
მისამართი: თბილისი, ალ.ყაზბეგის N12 (მე-2 სართ, მცირე საკონფერენციო დარბაზი)