ირაკლი ლექვინაძემ მსხვილი სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების ბაზრის სექტორული მონიტორინგის ფარგლებში, წარმომადგენლებს შეხვდა.

შესაბამის ბაზარზე, სუბიექტებთან თანამშრომლობის გაუმჯობესებისა და მონიტორინგის სრულფასოვნად წარმართვის მიზნით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ინფორმაციის მიღების ეფექტიანი მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

საკონსულტაციო შეხვედრას ესწრებოდნენ:კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან კალანდაძე; ეკონომიკური კონკურენციის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სლავა ფეტელავა; მსხვილი სავაჭრო ობიექტების 20-მდე წარმომადგენელი და მონიტორინგის პროცესში ჩართული სააგენტოს თანამშრომლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები