“საქართველოში 800 ათასი თვითდასაქმებულიდან 80% სოფლად საქმიანობს”

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაᲫის განცხადებით, ამჟამად ქვეყანაში 800 000 თვითდასაქმებული მოქალაქეა აღრიცხული, საიდანაც 80%-მდე სოფლადაა დასაქმებული და უსასყიდლოდ მუშაობს საკუთარ მამულში.

როგორც თოდრაძე აცხადებს, მიმდინარე წელს სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით დათვლა უმუშევრობის მაჩვენებელს გაზრდის, ხოლო დასაქმების დონეს შეამცირებს.

თოდრაძის განმარტებით, ახალი მეთოდოლოგიით ის ადამიანები, რომლებიც სოფლად საქმიანობენ და მოწეულ პროდუქციას მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის იყენებენ დასაქმებულებად აღარ ჩაითვლებიან.

„არსებობს მოლოდინი, რომ არა მარტო გაიზარდოს უმუშევრობის დონე, არამედ შემცირდეს დასაქმების მაჩვენებელი. კონკრეტულ თარიღს, თუ როდის გამოქვეყნდება ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი სტატისტიკა, ვერ გეტყვით“, – აცხადებს თოდრაძე.

„საქსტატის“ 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 11,8%-ია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები