ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ინდონეზიის სანაპიროსთან 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 10 კმ სიღრმეში დაფიქსირდა.
მსხვერპლის, ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.