ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ხობის მუნიციპალიტეტის, შუა ქვალონის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული მამაკაცი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, ხობის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველების განცხადებით, დიდი სისწრაფით მომავალი მანქანის მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი გზიდან ორმოში გადავარდა.
მედიკოსების განცხადებით, მამაკაცს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს შემთხვევის დეტალებს არკვევს.