ფერმერთა ასოციაცია: ბატონი ირაკლის ინიციატივით ქართული ჯარი ქართული პროდუქტით მომარაგდება
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე, თავდაცვის ძალების გაუყინავი საქონლის ხორცით მომარაგებას ეხმიანება.
მისი თქმით, ფერმერთა ასოციაცია, სახელმწიფო და ფინანსური ინსტიტუტები დაეხმარებიან ფერმერებს, სრულად უზრუნველყონ ხარისხიანი და უწყვეტი წარმოება/მიწოდება.
“ასეთი განსხვავებული ახალი წელი არასდროს მქონია, ჯერ საოცარ ჯარისკაცებს შევხვდით და მათთან ერთად ვისადილეთ, მერე კიდე, რაც ამდენი ხნის აუხდენელი ოცნება მეგონა, ასრულდა! ბატონი ირაკლის ინიციატივით ქართული ჯარი ქართული პროდუქტით მომარაგდება. ჩვენ, სახელმწიფო და ფინანსური ინსტიტუტები დავეხმარებით ფერმერებს სრულად უზრუნველყონ ხარისხიანი და უწყვეტი წარმოება/მიწოდება.
პატრიოტი ფერმერები პატრიოტ ჯარისკაცებს გამოკვებავენ,”- წერს ნინო ზამბახიძე.