გერმანიაში ტერაქტის არიდების მიზნით სპეცოპერაცია ჩატარდა – პოლიცია ჩეჩენი ისლამისტების კვალზე გავიდა
გერმანიის რამდენიმე ფედერალურ მიწაზე, გამთენიისას, სპეცოპერაცია ჩატარდა. ამის მიზეზად გენერალურმა პროკურატურამ, ტერაქტის მომზადებასთან დაკავშირებული ეჭვი დაასახელა.
ოპერაციაში სპეცდანაყოფების 180-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩხრეკა „ჩეჩნური წარმოშობის ეჭვმიტანილების“ წინააღმდეგ იყო მიმართული.
ჩხრეკა ჩატარდა ბერლინში, ბრანდერბურგში, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიასა და ტიურინგიაში.
ცნობილია, რომ ბერლინში ჩხრეკა 6-სართულიანი შენობის პირველ სართულზე ჩატარდა, რომლის შედეგად ორი ადამიანი დააკავეს. სხვა დეტალები უცნობია.
გაზეთი Bild წერს, რომ ბრანდებურგში, სულ მცირე, ერთი ადამიანია დაკავებული. ხაგენში კი, პოლიცია 24 წლის ჩეჩენის მშობლებთან მივიდა, საიდანაც კომპიუტერი იქნა ამოღებული.
ჟურნალისტების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები პოლიციის ყურადღების ქვეშ დიდი ხანია იმყოფებიან. გერმანიის პოლიცია ჩეჩენ ისლამისტებს ძალიან საშიშად ჯგუფად მიიჩნევს, რადგან მათი უმრავლესობა ომში მონაწილეობდა და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან და იარაღთან მოპყრობა იციან.
გარდა ამისა, Bild-ის ინფორმაციით, მათ დანაშაულებრივი დაჯგუფებების წევრებთან აქვთ კავშირი, რაც მათთვის იარაღთან წვდომას ამარტივებს.