ქავთარაძის ქუჩაზე სამშენებლო მასალების მაღაზიებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ქავთარაძის ქუჩაზე სამშენებლო მასალების მაღაზიებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე ახლოს მდებარე გაზგაზამართ სადგურზე , თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა საფრთხის თავიდან აცილება, ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.
შეგახსენებთ, რომ ხანძრის შედეგადაც დამწვარია 400 კვადრატულ მეტრამდე ფართობი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.