ვარკეთილში, “ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობამ აქცია გამართა

ვარკეთილში “ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობამ აქცია-პერფორმანსი გამართა, ლოზუნგით: “არა ბეტონს – გვინდა მწვანე სივრცე“.

აქციის მონაწილეებმა საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო მოედანზე სიმბოლურად სხვადასხვა მცენარის თესლები გადაყარეს და ბაღის მიმდებარედ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

მათი თქმით, ახალი საცხოვრებელი კორპუსი “ანას ბაღს“ ემიჯნება და რეკრეაციულ სივრცეს საფრთხეს უქმნის, ამიტომ ისინი მერიისგან ადგილმონაცვლეობას ითხოვენ.

„ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ წარმომადგენელი, გიორგი ბენაშვილი აქციის მონაწილეების საპასუხოდ აცხადებს, რომ მშენებლობა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები პროტესტის გაგრძელებას მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გააგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები