ვარკეთილში, “ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები განახლდა
ვარკეთილში, “ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს, სამშენებლო სამუშაოები განახლდა.
ადგილზე იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებიც „ანას ბაღთან“ კორპუსის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.
შეკრებილები დედაქალაქის მერიას კვლავ მოუწოდებენ, სამშენებლო კომპანიას ამ ტერიტორიაზე კორპუსის აშენების უფლება არ მისცეს.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება.
ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს, აქცია გუშინაც გაიმართა.