ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, არიან დაშავებულები

ბაღდადის ჩრდილოეთით, მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რომლის შედეგად 4 ერაყელი ჯარისკაცი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ერაყის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურმა გაავრცელა.

პენტაგონის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იერიშის დროს ამერიკელი სამხედროები არ დაშავებულან.

პენტაგონში აცხადებენ, რომ ბაზის მიმართულებით 6 რაკეტა იყო გაშვებული, თუმცა ბალადის ავიაბაზაზე ამერიკელი სამხედროები არ იყმოფებოდნენ. ბაზაზე ამერიკელი ინსტრუქტორები, კონსულტანტები და ის კომპანია აწარმოებს სამუშაოებს, რომელიც F-16 ტიპის თვითმფრინავების ტექნიკურ მომსახურებას უზრუნველყოფს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის არ აუღია.

იერიშების გამო აღშფოთება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გამოთქვა და ერაყის ხელისუფლებას მოუწოდა „ყველა ის პირი მიეცეს პასუხისგებაში, ვინც არის თავდასხმებზე პასუხისმგებელი. გრძელდება ერაყის სუვერენიტეტის დარღვევა, რაც უნდა დასრულდეს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები