თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასიდან ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის და ოთხი ათასი მესხის ქუჩის მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ფერმწერთა დასახლების, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, პეტრე ქავთარაძის, შავიშვილის და ვაგან მამასახლისის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და კონსტანტინე კაპანელის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელაანის შესახვევის და ჯორჯ ბუშის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის და სანკტ-პეტერბურგის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები