ვარკეთილში, “ანას ბაღთან“ საპროტესტო აქციაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო
ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს, მშენებელი კომპანიის წარმომადგენელს, გიორგი ბენაშვილსა და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრ ლაშა ჩხარტიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
გიორგი ბენაშვილმა განაცხადა, რომ კომპანია ადგილმონაცვლეობას არ დათანხმდება.
„ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით კომპანიის პოზიციაა, რომ არ გვაწყობს ადგილმონაცვლეობა. კანონის სრული დაცვით ვმოქმედებთ, აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას, დავამთავრებთ მშენებლობას. 10-სართულიან შენობაზეა საუბარი, დაახლოებით წელიწად-ნახევარში უნდა დასრულდეს. ყველა საგზაო სტანდარტი დაცულია, არანაირ გზას არ კეტავს, არანაირი პრობლემა არ ექნება მოსახლეობას. ესენი არ გვაძლევენ მუშაობის საშუალებას ხულიგნობით. კერძო მესაკუთრის უფლებას ზღუდავენ“ ,- განაცხადა ბენაშვილმა.