ხულოში ავტომობილი ხევში გადავარდა – დაშავდა 3 მცირეწლოვანი

ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 მოზარდი დაშავდა. მათ მკურნალობა ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში უტარდებათ.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში ,,რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, მოზარდები 2, 7 და 9 წლისები არიან, მათგან ორს ბარძაყის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა აღენიშნება. ხოლო მესამეზე მიმდინარეობს შესაბამისი სამედიცინო კვლევა.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა დაბა ხულოში ღამის საათებში მოხდა. ავტომობილი გზიდან ხევში გადავარდა. მანქანაში ოჯახის წევრები – მცირეწლოვანი ბავშვები და მშობლები იმყოფებოდნენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები