რუსეთის საგარეო უწყება სოხუმში მიმდინარე მოვლენებს „რესპუბლიკის“ შიდა საქმედ აფასებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოხუმში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება და ხაზს უსვამს, რომ პროცესები „რესპუბლიკის შიდა საქმეა“.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

„იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარება მალე დასტაბილურდება სამართლებრივ ჭრილში, დაინტერესებული მხარეების მშვიდობიანი დიალოგის გზით. ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს განვიხილავთ, როგორც რესპუბლიკის შიდა საქმეებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები