სალომე ზურაბიშვილი: ყურადღებით ვაკვირდები მოვლენების განვითარებას სოხუმში

სოხუმში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერის” საშუალებით ეხმაურება.

პრეზიდენტი წერს, რომ ის ყურადღებით აკვირდება სოხუმში მოვლენების განვითარებას.

„ყურადღებით ვაკვირდები მოვლენების განვითარებას სოხუმში და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ბედსა და ადამიანის უფლებებს ოკუპირებულ აფხაზეთში“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სოხუმში მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. მათ ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს და შენობის შიგნით შეღწევა მოახერხეს. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებასა და რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ.

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გასული წლის 8 სექტემბერს გაიმართა, სადაც დე ფაქტო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამჟამინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ 47.39%-ით გაიმარჯვა, მოსახლეობის 46,17%-მა კი ხმა ალხას კვიცინიას მისცა. „ამცახარა“ „არჩევნების“ შედეგებს არ აღიარებს და მის გაბათილებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები