ნიკოლ ფაშინიანი: მთავრობა სავარძელში წამოწოლილი ადამიანის სიღარიბის დაძლევას არ აპირებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთს ის ადამიანები სტუმრობენ, რომლებიც საშუალო და მცირე ბიზნესისთვის პოტენციური კლიენტები არიან.

ამის შესახებ ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის სხდომაზე, ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე საუბრისას განაცხადა.

„ ეს ადამიანები ჩვენთან იმიტომ კი არ ჩამოდიან, რომ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში იცხოვრონ, ძვირადღირებულ რესტორნებში ისადილონ, არამედ იმისთვის, რომ მთებში ავიდნენ, ქვეყნის ფლორას და ფაუნას გაეცნონ. 1-ლი იანვრიდან მიკრობიზნესი გადასახადებისგან გავათავისუფლეთ“,-განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

მისი თქმით, ქვეყნის მოქალაქისთვის სიღარიბის დაძლევის საშუალებაა – შრომაა.

„ამისთვის საკმარისი ველი გვაქვს შექმნილი, და თუ არ მოხდება თვითდარეგულირება, იძულებული გავხდებით, აუცილებელი სტანდარტები დავაწესოთ. უმუშევარი ადამიანი კარგად ვერ იცხოვრებს. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა – შრომისთვის ყველა პირობა შევქმნათ. ვიმეორებ, მთავრობა სავარძელში წამოწოლილი ადამიანის სიღარიბის დაძლევას არ აპირებს. ასეთი ადამიანი, როგორც მინიმუმი, მთავრობას ხელი უნდა ჩაჭიდოს და სავარძლიდან ადგეს“, – განმარტა ფაშინიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები