ვახტანგ ჭარაია: ნავთობის საერთაშორისო ფასები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით პრობლემები შეექმნება
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია ირანის მიერ, ერაყში ამერიკული ბაზების წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას აფასებს.
მისი თქმით, ნავთობის საერთაშორისო ფასები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით პრობლემები შეექმნება.
“ნავთობის საერთაშორისო ფასები იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით პრობლემები შეექმნება. იგივე ტურიზმი, ვაჭრობა, ნებისმიერი მიმართულებით იქნება გარკვეული კლება იმიტომ, რომ ირანიც და აშშ-ც იმ რეგიონშიც, სადაც მოსალოდნელია გარკვეული კონფრონტაცია ძალიან დიდ როლს ასრულებენ. ირანის ირგვლივ საკმაოდ დიდი ეკონომიკებია, მათ შორის საქართველოს ჭრილშიც, ეს აუცილებლად ნეგატიურად აისახება თუ რამე მოხდა იმიტომ, რომ ჩვენი სამხრეთელი მეზობლებიდან, სამიდან სამივე პირდაპირ ესაზღვრება ირანს”,- განაცხადა ჭარაიამ.