გიორგი კახიანი: როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” საუბრობს ე.წ. შავი სიების შედგენაზე, ამით ისინი კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ თავის სახეს და ძალადობრივ არსს
„როდესაც „ნაციონალური მოძრაობა” საუბრობს ე.წ. შავი სიების შედგენაზე, ამით ისინი კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ თავის სახეს და იმ ძალადობრივ არს, რასაც ეფუძნებოდა მათი ხელისუფლებაში ყოფნა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლები მუშაობენ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” მიერ შედგენილი ე.წ. შავი სიები საზოგადოებისთვის მართლაც საშიში იყო მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, დღეს კი ამაზე საუბარი არასერიოზულია.
„როდესაც „ნაციონალური მოძრაობა” საუბრობს ე.წ. შავი სიების შედგენაზე, ამით ისინი კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ თავის სახეს და იმ ძალადობრივ არს, რასაც ეფუძნებოდა მათი ხელისუფლებაში ყოფნა. ასეთი „შავი სიების” შედგენით, საზოგადოების ორად გახლეჩით და საზოგადოების ერთი ნაწილისგან მტრის ხატის შექმნით სულდგმულობდნენ ისინი. 2012 წლამდე მათ ჰქონდათ შედგენილი „შავი სიები” და მე თუ მკითხავთ, „ახალი შავი” სიების შედგენა ნამდვილად არ სჭირდებათ. სიმართლე გითხრათ, დღეს, როდესაც ამაზე საუბრობენ, არასერიოზულად და სასაცილოთაც კი მეჩვენება. როდესაც ისინი ხელისულფებაში იყვნენ, მაშინ, მართლა საზოგადოებისთვის საშიში იყო იმ „შავი სიების არსებობა”, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.