დავით ზალკალიანი უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს.

თეირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფას დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“ღრმად ვართ დამწუხრებული ირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ ცნობით, რომელსაც ბორტზე მყოფი ყველა სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა მათ ოჯახებს, ვინც ამ საშინელ ტრაგედიაში ახლობლები დაკარგეს“, – წერს დავით ზალკალიანი.

ირანში, თეირანის საერთაშორისო აეროპორტში, უკრაინის ავიახაზების კუთვნილმა თვითმფრინავმა ბოინგ 737-მა კატასტროფა განიცადა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი, დაღუპულია. როგორც ირანის სააგენტო “IRNA”-ს თეირანის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ძრავაში გაჩენილი ცეცხლი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები