სალომე ზურაბიშვილი უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს უსამძიმრებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს უსამძიმრებს.
როგორც მან სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა, მომხდარი წარმოუდგენელი ტრაგედიაა.
„სიტყვები ვერ გადმოსცემს უკრაინის ტრაგედიას, წარმოუდგენელი კატასტროფაა. ჩემი ღრმა მწუხარება დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მეგობრებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინული ავიალაინერი თეირანის აეროპორტის სიახლოვეს აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. დაღუპულია ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი. წინასწარი ვერსიით, ავიაკატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა იყო.