თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვა ისნის რაიონში11:00 საათიდან 17 :00 საათამდე შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, არბოშიკის, ბოჭორმის, ზახაროვის, იალბუზის, იორის, ლუსინიანის, ზურაბ ქვლივიძის, ბოდბის, სამასი არაგველის, შავსოფლის, პატარძეულის, დოლაბაურის, ლეხ კაჩინსკის, დესპინე გელოვანის, უჯარმის, ჭრელაშვილის, კაჭარავას, ეთერ კაკულიას და ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაინის მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის, გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების IX ქუჩის, ვარკეთილი-3-ის IV, VI, VII, IIX და IX კვარტლების, კალოუბნის, შუამთის, ჯავახეთის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები