ე.წ. შავი სიას, რომელზეც ოპოზიციის ლიდერები მუშაობენ, კიდევ 5 გვარი დაემატა
ე.წ. შავი სიას, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლები მუშაობენ, კიდევ 5 გვარი დაემატა. ე.წ. შავი სიის ჩამონათვალში პროკურორებთან და მოსამართლეებთან ერთად მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსიც მოხვდა. სიაში არიან: ვალერიან ფილიშვილი, გიორგი არევაძე, ნუგზარ ჭონქაძე, კახა ბუხრაძე და ვაჟა თოდუა.
ოპოზიციის „პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი ინტერპარტიული კომისიის“ წევრების განცხადებით, „პოლიტიკური დევნის მსხვერპლთა“ სია 8 იანვარს გამოქვეყნდება. მათივე თქმით, გარდა მსხვერპლებისა, ე.წ. შემსრულებლების და გადაწყვეტილებების მიმღებთა სიის ფორმირებაც მოხდება, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებს გაუგზავნიან და მათგან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.