ოზურგეთში ტრადიციული „ალილო” გაიმართა
სადღესასწაულო მსვლელობა ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო.
მლოცველებმა ალილოთი ქალაქის ქუჩები შემოიარეს და ტკბილეული და სანოვაგე შეაგროვეს.
მსვლელობაში ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, მერის მოადგილე ირაკლი სირაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე მონაწილეობდა.