ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ბოლნისის სიონში საშობაო ლიტურგიას დაესწრო

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, ბოლნისის სიონში საშობაო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ეფრემმა აღავლინა.

სადღესასწაულო წირვა-ლოცვას მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შოთა რეხვიაშვილმა ქართველ ერს შობის ბრწყინვალე დღესასწაული ბოლნისის სიონის ტაძრიდან მიულოცა.

“ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ ჩვენს ხალხს, რეგიონის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს, ვისურვებ ხვავის, ბარაქის, ჯანმრთელობის და სიკეთის მომტანი წელი ყოფილიყოს. მშვიდობიანი განვითარების წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისათვის,”- განაცხადა რეხვიაშვილმა .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები