არჩილ თალაკვაძე: ჩვენ შეთავაზება გავაკეთეთ, ბურთი ოპოზიციის მოედანზეა

უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა უნდა გაიმართოს. შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. განსახილველი თემა ისევ საარჩევნო სისტემაა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ასი ორმოცდაათზე ძალიან რეალისტური შეთავაზებაა, ვინაიდან, ის მაჟორიტარების რაოდენობას მკვეთრად ამცირებს.

“ჩვენ შეთავაზება გავაკეთეთ, ბურთი არის ოპოზიციის მოედანზე. ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით, მათგან რაციონალურ პასუხებს ველოდებით, ასი ორმოცდაათზე არის ძალიან რეალისტური შეთავაზება, ვინაიდან, ის მკვეთრად ამცირებს მაჟორიტარების რაოდენობას და მკვეთრად ზრდის პროპორციული მანდატების რაოდენობას პარლამენტში”, – განმარტა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის საუკეთესო შერეული საარჩევნო მოდელია, 100 დეპუტატი პროპორციული წესით აირჩევა, 50 მაჟორიტარულით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები