ირანში, გენერლის დაკრძალვის ცერემონიალზე ჭყლეტაში 35 ადამიანი დაიღუპა

ირანში, სადაც დღეს, ამერიკელი სამხედროების მიერ 3 იანვარს ბაღდადში მოკლულ გენერალ ყასემ სოლეიმანს კრძალავენ, სამგლოვიარო პროცესიის დროს, ჭყლეტაში 35 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა.

ამის შესახებ The Sun წერს.

გამოცემა, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ სამგლოვიარო პროცესიას ათასობით ადამიანი შეუერთდა, თუმცა რამ გამოიწვია ჭყლეტა, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები