აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩო, ბოლო დროს ერაყში განვითარებული მოვლენების გამო, საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაშია ნათქვამი.
„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც აზერბაიჯანში ცხოვრობენ, ან ვიზიტით იმყოფებიან, სიფხიზლისკენ მოუწოდებს“,-ნათქვამია განცხადებაში.