ანგელა მერკელი 11 იანვარს რუსეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, 11 იანვარს რუსეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მერკელი მოსკოვს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიწვევით ესტუმრება.
ორმხრივ შეხვედრაზე პუტინი და მერკელი ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციას განიხილავენ.
გარდა ამისა, „ნორმანდიული სამიტის“ ფარგლებში უკრაინის კონფლიქტის განხილვა მოხდება, ასევე სირიისა და ლიბიის თემაზე ისაუბრებენ.